რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებები შედის

🐑  მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამას ემატება წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის კონპონენტი. სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა ახლა უკვე არა მხოლოდ მესაქონლეობის, არამედ მეცხვარეობის და მეთხევეობის დარგის კოოპერატივებსაც შეეძლებათ. 🐑 მეცხვარეობის მომთაბარე სპეციფიკიდან გამომდინარე, გათვალისწინებულია კოოპერატივისათვის თანადაფინანსებით ღირებულების 30%-ად, მობილური ტიპის 24 ადგილიანი საწველი აღჭურვილობის გადაცემა, თუ კოპერატივს ან/და მის მეპაიე(ებ)ს…

„ტრაქტორი“ – ვებ-გვერდი და აპლიკაცია ფერმერებისთვის

სპეციალურად ფერმერებისთვის შექმნილი ვებ-გვერდის და აპლიკაციის პრეზენტაცია  15 თებერვალს ექსპო-ჯორჯიას მესამე პავილიონში ტრაქტორის პლატფორმის გაიმართა.ტრაქტორის ვებ-გვერდი და მობილური აპლიკაცია ფერმერის გონიერი დამხმარეა, რომელიც ეხმარება მათ აწარმოონ მეტი და უკეთესად. ტრაქტორი მიზნად ისახავს ფერმერთა გაძლიერებას და სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერას საქართველოში. კომპანიის მისიაა, მიაწოდოს ფერმერებს საჭირო ცოდნა და გაზარდოს მათი წვდომა უკეთეს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებთან და მომსახურებასთან. ტრაქტორის საპილოტე…

მეფუტკრე კოოპერატივების მხარდაჭერა გრძელდება

მთავრობის გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ კოოპერატივებს სკების, თაფლის საწურისა და თაფლის შესანახი ავზების გარდა გადაეცემა ფიჭის ასათლელი დანა ელექტროგამაცხელებლით და ფიჭის ანათლის ავზით. აკუთრებპროგრამით გათვალისწინებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში კოოპერატივებს ღირებულების 30%-ად გადაეცემათ საში არსებული სკების იდენტური რაოდენობა,არაუმეტეს 100 ცალი, 1 ერთეული  12 ჩარჩოიანითაფლისსაწური (ციბრუტი), თაფლის შესანახი  სხვადასხვა მოცულობის (40, 60 და 220 ლიტრიანი) ავზები,…

ატმის გაშენება და მოვლა

ატამი, იმ ხილის კატეგორიას მიეკუთვნება, რომელზეც უცხოურ ბაზარზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა. სწორედ ამიტომ, ევროკავშირის ბაზარზე ქართული ატმის ექსპორტს თელაველი ფერმერი გიორგი გოგიაშვილი გეგმავს. საქართველოში ატმის წარმოების მთავარი რეგიონები კახეთი და შიდა ქართლია. ატმის ბაღები გაშენებულია გურჯაანისა და თელავის მუნიციპალიტეტებში. ატმის წარმოება, წლების მიხედვით, მნიშვნელოვნად მერყეობს 6 900 ტონიდან (2010 წ.) 23 700 (2013წ.) ტონამდე. ამჟამდ…

სერ­ტი­ფი­კა­ტი – EUR.1

სა­ქონ­ლის პრე­ფე­რენ­ცი­უ­ლი წარ­მო­შო­ბის სერ­ტი­ფი­კა­ტის – EUR.1 გა­ი­ცე­მა შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის მი­ერ 3 დღის ვა­და­ში. EUR.1 სერ­ტი­ფი­კა­ტის აღე­ბა (ასევე თურ­ქეთ­ში ექ­ს­პორ­ტი­რე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში) სა­ვალ­დე­ბუ­ლო­ა, თუ ექ­სპორ­ტი­ორს სურს ისარ­გებ­ლოს სა­ბა­ჟო­-სა­ტა­რი­ფო შე­ღა­ვა­თე­ბით. იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი სა­ქო­ნე­ლი ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებს წარ­მო­შო­ბის კრი­ტე­რი­უ­მებს და ბიზ­ნეს ოპე­რა­ტორს მი­სი ევ­რო­კავ­შირ­ში ან თურ­ქეთ­ში შე­ღა­ვა­თე­ბის გა­რე­შე ექ­ს­პორ­ტი სურს, მას შე­უძ­ლია აიღოს არაპ­რე­ფე­რენ­ცი­უ­ლი წარ­მო­შო­ბის სერ­ტი­ფი­კა­ტი. ის,…

საქონლის წარმოშობის წესები

იმისთვის, რომ ქართული საქონელი საბაჟო ტარიფის გარეშე შევიდეს ევროკავშირის ბაზარზე, მან უნდა დააკმაყოფილოს წარმოშობასთან დაკავშირებული პირობები. საქონელი შეიძლება იყოს მთლიანად ან ნაწილობრივ საქართველოში წარმოშობილი. ნაწილობრივ წარმოშობილია პროდუქცია, თუ მისმა მასალებმა საქართველოს ტერიტორიაზე განიცადა საკმარისი დამუშავება ან გადამუშავება. მსგავსი საქონელიც სარგებლობს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმით.

“ალაზნისთავის” თუშური გუდა – ყველის საუკუნოვანი ტრადიცია

  ზღვის დონიდან 2100 მეტრზე მდებარე ფერმაში უძველეს ქართულ ტრადიციებსა გამოცდილებაზე დაყრდნობით კოოპერატივ ,,ალაზნისთავში’’ გუდის ყველის მრავალფეროვანი სახეობები მზადდება. „ალაზნისთავი“ 2015  წელს დაარსებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია. ფინანსური მხარდაჭერა კოოპერატივმა „ევროკავშირის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროგრამის“ (ENPARD)  და მის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მხარდაჭერა საქართველოში“  ფარგლებში  მიიღო. „ალაზნისთავი“ თუშური გუდის ყველის ტრადიციული ტექნოლოგიით აწარმოებს….

მევენახეობის კოოპერატივების ხელშეწყობის პროგრამა

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის ახალი პროგრამა ,,მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობა” დაიწყო. პროგრამაში მონაწილე კოოპერატივის წევრებს საშუალება ეძლევათ არა მხოლოდ ყურძნის, არამედ უკვე ღვინის რეალიზაციიდან მიიღონ სარგებელი. სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობისათვის დადგენილია შემდეგი პირობები: სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რაოდენობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 20 მეპაიეს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ანდა მის მეპაიეებს საკუთრებაში უნდა გააჩნდეთ არანაკლებ 20 ჰექტარი ვენახი, რომელშიც გაშენებული უნდა იყოს…

აწარმოე საქართველოში

„აწარმოე საქართველოში“ საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივით, 2014 წლის ივნისიდან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და სოფლის მეურნეობის სამინისტროების მიერ ხორციელდება. სამთავრობო პროგრამის მთავარ მიზანს მეწარმე-სუბიექტის მხარდაჭერის, ახალი საწარმოების შექმნის/არსებული საწარმოს გაფართოების ან გადაიარაღების გზით საქართველოში მეწარმეობის განვითარება წარმოადგენს. ამავდროულად, პროგრამა ქვეყნის მასშტაბით სამეწარმეო კულტურის დანერგვას ემსახურება და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებისა და ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის…

სურსათის უვნებლობის კონტროლი

საქართველოს კანონი სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ მიზნად ისახავს მომხმარებელთა ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და ეკონომიკური ინტერესების დაცვას. კანონი არეგულირებს და განსაზღვრავს: სურსათისა და ცხოველის საკვების უვნებლობის ზოგად პრინციპებსა და მოთხოვნებს, სურსათის ხარისხის ზოგად მოთხოვნებს, სურსათისა და ცხოველის საკვების ეტიკეტირების ზოგად მოთხოვნებს, სურსათისა და ცხოველის საკვების უვნებლობასა და ხარისხთან დაკავშირებით სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებლის/დისტრიბუტორის ვალდებულებებს, სურსათისა და ცხოველის საკვების უვნებლობისა და ხარისხის სახელმწიფო კონტროლის…

HACCP – ის სტანდარტი

  HACCP-ს პრინციპები  შემუშავებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა (WHO) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (UNFAO) Codex Alimentarius კომისიის მიერ და მოითხოვს, რომ საფრთხეებისა და რისკების ანალიზის სისტემური მიდგომის გზით, ორგანიზაციამ ჩამოაყალიბოს შედეგიანი სურსათის უვნებლობის სისტემა. სურსათის და ფარმაცევტული წარმოების უვნებლობის სისტემაში საფრთხეებისა და რისკების ანალიზის სისტემური მიდგომა უფრო მეტად მიმართულია ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური…

ქართული მატყლი ევროკავშირის ბაზარზე გავიდა

მატყლი ძუძუმწოვრების ბეწვიანი საფარია, რომელსაც დაბალი თბოგამტარობა  და ტენის შთანთქმა ახასიათებს. მატყლის დაყოფა შეიძლება სამრეწველო სტანდარტების და ფერის მიხედვით. ფერის მიხედვით არსებობს თეთრი, ღია ნაცრისფერი და ფერადი. სამრეწველო სტანდარტების მიხედვით  კი ნორმალური, გაყვითელებული, ჩეჩქიანი, ბირკიანი და სხვა სახის მატყლი არსებობს. ამ დროისთვის მატყლს რიგ ქვეყნებში ამუშავებენ და მისგან ქსოვილს ამზადებენ. მსოფლიო მასშტაბით, წელიწადში 1,3 მილიონი…